ქალთა ნაკრები - ბაჯელიძის გუნდი
Aa
Aa

ქალთა ნაკრები - ბაჯელიძის გუნდი "ევრო 2021"-ის შესარჩევი მატჩებისთვის ემზადება

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები "ევრო 2021"-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება.

ლევან ბაჯელიძის გუნდი სტუმრად 5 მარტს, მალტას დაუპირისპრდება, 10 მარტს კი, უკვე ისრაელის ეროვნულ ნაკრებს შეხვდება. ბაჯელიძემ შეკრებაზე შემდეგი 20 ფეხბურთელი გამოიძახა.

მეკარეები: თეონა სუხაშვილი (ერეგლი ბელედიესპორი, თურქეთი), თათია გაბუნია (ლანჩხუთი), თამარ ნადირაშვილი (ნიკე, თბილისი);

მცველები: ნინო სუთიძე (კვარტალი, თბილისი), თამარ ტატუაშვილი (ჰაკარი გუჯუ, თურქეთი), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), ნათია სხირტლაძე (ნიკე, თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი (კვარტალი, თბილისი), ელენე რაუხი (გერლ ფაუერი, თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი);

ნახევარმცველები: ნინო პასიკაშვილი (კვარტალი, თბილისი), თეონა თოდაძე (ლანჩხუთი), თეონა ბაქრაძე (ჰაკარი გუჯუ, თურქეთი), თამარ ქველიძე (კიტი, გერმანია), მარიამ დანელია (ლანჩხუთი), ანა ჩემინავა (ჟალგირისი, ლიეტუვა), ნათია დანელია;

თავდამსხმელები: ლელა ჭიჭინაძე (ნიკე, თბილისი), ტატიანა მატვეევა (ტენერიფე, ესპანეთი), ხატია ჭყონია (ლანჩხუთი).

​საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა უახლოესი გასვლითი მატჩებისთვის მზადება 26 თებერვლს დაიწყო. 2 მარტს კი, მალტაზე გამგზავრებამდე სფფ-ის ტექნიკური ცენტრის მოედანზე არასრული შემადგენლობით ბოლო ვარჯიში გამართა.

ჩვენი ნაკრები ოფიციალური მატჩის გასამართად მალტაზე 3 მარტს გაემგზავრება, სადაც გუნდს კაპიტანი ტატა მატვეევა და ნახევარმცველი ანა ჩემინავა შეუერთდებიან.

შეგახსენებთ, რომ "ჯვაროსნებს" 5 ტურის შემდეგ 0 ქულა აქვთ და პირველი ქულების აღების კარგი შანსი სწორედ მოახლოებულ ორ შეხვედრაში უნდა ჰქონდეთ - მალტასაც და ისრაელსაც ჯერჯერობით 1-1 ქულა აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები