Aa
Aa

შეფასებები და კომენტარები აეროპორტიდან - საკალათბურთო ნაკრები სერბეთიდან დაბრუნდა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები სერბეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. ქართველ კალათბურთელებს აეროპორტში სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, გულშემატკივრები და ოჯახის წევრები დახვდნენ.

ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის შეხვედრა ჩვენმა ნაკრებმა სერბეთში ჩაატარა და ბევრისთვის სენსაციურად ანგარიშით 94:90 მოიგო!

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ნაკრებისთვის ამ შეხვედრებს სატურნირო მნიშვნელობა არ ჰქონდა, ილიას ზუროსის გუნდმა მაინც ღირსეულად ითამაშა და ყველა სასიამოვნოდ გააოცა.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელები  ტად მაკფადენი და გიორგი შერმადინი იყვნენ. ორივე მათგანი გუნდებს ბელგრადიდან შეურთდნენ და თბილისში არ ჩამოსულან.

დუდა სანაძე - საქართველოს ნაკრების წევრი

ანატოლი ბოისა - საქართველოს ნაკრების მწვრთნელი

შალვა გოგოლაძე - სპორტის მინისტრის მოადგილე

პაატა გურასპაული - საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები