''ტორპედო'' ძლიერდება: უკრაინელი მცველი იმერულ კლუბში
Aa
Aa

''ტორპედო'' ძლიერდება: უკრაინელი მცველი იმერულ კლუბში

საფეხბურთო კლუბ ქუთაისის ''ტორპედოს'' რიგებში 29 წლის უკრაინელი მარცხენა მცველი ივან ბობკო ითამაშებს. ინფორმაციას იმერული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

''ტორპედოს'' ახალწვეულს რომან გრიგორჩუკის ფორმაციის ოდესის ''ჩერნომორეცში'' უთამაშია. 2014 წელს მისი თანაგუნდელი ოდესურ კლუბში ქართველი თორნიკე ოქრიაშვილი იყო.

ბობკო ასევე იცავდა ხარკოვის ''მეტალისტისა'' და უნგრული ''დებრეცენის'' ღირსებას. გასულ წელს შვედური ''ესკილსტუნასა'' და ყაზახური ''ოკჟეტპესის'' მაისურით ასპარეზობდა.

რაც შეეხება სანაკრებო კარიერას, ივან ბობკოს მხოლოდ უკრაინის 18-წლამდე ნაკრებში უთამაშია.

შეგახსენებთ, ''ტორპედოში'' კიდევ ერთი ლეგიონერი, სერბი ვანია მარკოვიჩი  ითამაშებს, რომელსაც პოლონეთის უმაღლესი ლიგის ''კორონაში,'' უნგრულ ''კაპოშვარში,'' პორტუგალიურ ''ფარენსესა'' და მაკედონიურ ''ვარდარში'' უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები