Aa
Aa

დარტსის ქალი სიმბოლო - ისტორიის ახალი ფურცელი შეროკისგან

25 წლის ფელონ შეროკი დარტსის ისტორიის დაწერას აგრძელებს და გუშინ კიდევ ერთი გამორჩეული მიღწევის ავტორი გახდა.

შეროკს ინგლისის მამაკაცთა პრემიერ ლიგაში დებიუტი ჰქონდა და გლენ დურანტს დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ 6:6 დასრულდა.

ფელონმა მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ იგი ამ დონეზე თამაშით უბედნიერესია და სიტყვებით გადმოცემა უჭირს იმ მადლიერებისა, რომელსაც მისი ყველა გულშემატკივარის მიმართ გრძნობს.

შეროკმა რამდენიმე თვის წინ დარტსის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში მოიგო და ისტორიაში პირველი ქალია, ვინც ეს გააკეთა.

ცხელი ამბები