Aa
Aa

თვის MVP! - ესპანეთის ჩემპიონატში ისევ თოკო გამოარჩიეს

თორნიკე შენგელიას "ბასკონიას" რიგებში ფანტასტიკური პერიოდი აქვს და იგი ამჯერად ესპანეთის ჩემპიონატის თებერვლის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

შენგელიამ თებერვალში, ჩემპიონატის ეგიდით, ორი მატჩი ჩაატარა, რომელთა შედეგებითაც მისი სარგებლიანობის ინდექსმა 29 შეადგინა და ლიგაში საუკეთესო იყო.

  

ლიგა ენდესამ თებერვლის თვის საუკეთესო კალათბურთელი ნაადრევად დაასახელა, რადგან ჩემპიონატში სამკვირიანი შესვენებაა გამოცხადებული და მომდევნო ტურის მატჩები 29 თებერვლიდან ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ ორშაბათს გამართულ ლიგა ენდესას ყოველწლიურ დაჯილდოების ცერემონიაზე, შენგელია წლის გიგანტის ნომინაციაში გამოარჩიეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები