Aa Aa
12 თებერვალი 2020  |  13:02

ნოდარ ქუმარიტაშვილი - 10 წელი ვანკუვერის ტრაგედიიდან

ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგიკული გარდაცვალებიდან 10 წელი გავიდა. CrystalSport-ის გუნდმა ამ თარიღთან დაკავშირებით, ნოდარის და - მარიამ ქუმარიტაშვილი, ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი - ელგუჯა ბერიშვილი და ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეს-ატაშე - კახა ბერიძე ჩაწერა, რომელიც ტრაგედიისას ვანკუვერში იმყოფებოდა.

2010 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე მყოფი ქართველი მოციგავე, თამაშების ოფიციალურ გახსნამდე რამდენიმე საათითი ადრე, სავარჯიშო დაშვების დროს დაიღუპა.

უისტლერის ტრასაზე მოძრავმა ქუმარიტაშვილმა მოსახვევში მართვა დაკარგა, ბარიერზე შეჯახების შემდეგ კი, ციგიდან გადმოვარდნილი, ტრასის მიღმა კონსტრუქციას შეეჯახა.

21 წლის ქართველი სპორტსმენი ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდაქართველი ოლიმპიელი მშობლიურ ბაკურიანში დაკრძალესქუჩას კი, სადაც ნოდარი ცხოვრობდა, მისი სახელი ეწოდა.

ნოდარ ქუმარიტაშვილი ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში მეოთხე სპორტსმენია, რომელიც თამაშებისას დაიღუპა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

imgbanner

ცხელი სიახლეები