„შევალთ და გავიმარჯვებთ
Aa
Aa

„შევალთ და გავიმარჯვებთ" - როგორ შეაგულიანეს მესიმ და ბუსკეტსმა თანაგუნდელები?

ლიონელ მესი, როგორც მინდორზე, ასევე მის მიღმა „ბარსელონას“ უდავო ლიდერია და „ბეტისთან“ მატჩში ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა. „ვერდიბლანკოს“ წინააღმდეგ „ლა პულგამ“ სამი შედეგიანი გადაცემა გაიფორმა და შესვენებაზე თანაგუნდელები შეაგულიანა.

 

„წავედით, წავედით! ახლა შევალთ და გავიმარჯვებთ“! ამის შემდეგ მესის სიტყვა ბუსკეტსი ჩამოართვა: „ზუსტად! ზუსტად! დამაჯერებლად ვითამაშებთ და აუცილებლად მოვიგებთ“. ესპანელი ნახევარმცველის შემდეგ კი საუბარი ისევ მესიმ განაგრძო.

„გუნდურად ვითამაშებთ, ზუსტად ისე, როგორც ეს რამდენიმე დღის გავაკეთეთ (ბილბაოსთან მატჩს გულისხმობს). გუნდურად ვითამაშებთ! ეს აუცილებლად გაგვაძლიერებს".

შეგახსენებთ, რომ „ბეტისისა“ და „ბარსელონას“ პირველი ნახევარი ფრედ - 2-2 დასრულდა. მესის მონოლოგით მოტივირებულმა „ბლაუგრანამ“ კი მეორე ტაიმში დაცვაში ბევრად უკეთ იასპარეზა, მეტოქეს მომენტები შექმნის საშუალება არ მისცა და 3-2 იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები