Aa
Aa

"იუვენტუსი" ზაფხულში მეგატრანსფერს გეგმავს - რეკორდული თანხა ვან დაიკის სანაცვლოდ

The Sun-ის ცნობით, ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულში მეგატრანსფერს გეგმავს და „ლივერპულს“ ვირჯილ ვან დაიკის სანაცვლოდ 150 მილიონ ფუნტს შესთავაზებს.

ტურინელებს იმედი აქვთ, რომ ჰოლანდიელისთვის ახალი გამოწვევა მიმზიდველი იქნება და მათ შემოთავაზებას დასთანხმდება.

ვან დაიკმა „ლივერპულთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა უკვე მოიგო, წელს კი ფაქტიურად პრემიერლიგაც გაფორმებული აქვს.

28 წლის ჰოლანდიელმა ადრე განაცხადა, რომ ამჟამად ის „ენფილდზე“ ყოფნით დიდ სიამოვნებას იღებს, თუმცა ცხოვრებაში გამოწვევებისთვის სულ მზად არის.

თავად „მერსისაიდელებს“ რა თქმა უნდა გუნდის ლიდერის დათმობა არ სურთ, თუმცა საბოლოო არჩევანი ფეხბურთელმა უნდა გააკეთოს. რა მოხდება ზაფხულში ამას სეზონის ბოლოს გავიგებთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები