იოახიმ ლიოვი: "ჩვენ უკეთესი გუნდი ვიყავით"!
გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოახიმ ლიოვმა, საფრანგეთთან (0:2) წაგებული მატჩის შემდეგ, კომენტარი გააკეთა.
"გამოჩნდა, რომ ჩვენ უკეთესი გუნდი ვიყავით. მთელი შეხვედრა ინიციატივას ვფლობდით და მეტი შანსიც გვქონდა, თუმცა ძალიან არ გაგვიმართლა, როცა ტაიმის დამთავრებამდე წამებით ადრე, პენალტი დაინიშნა".
"უბრალოდ უიღბლობაა, როცა ამდენ საგოლე მომენტს ანიავებ. როგორც 2010 და 2012 წლების 1/2 ფინალებში, ამ შემთხვევაშიც მეტოქეზე უკეთესი გუნდი ვვყავდა. დღესაც მოწინააღმდეგეს აშკარად ვაჯობეთ, თუმცა სასურველ რეზულტატს მათ მიაღწიეს".
"ხედირა, გომესი, ჰუმელსი, მატჩის მიმდინარეობისას მათ ბოატენგიც დაემატა. ასეთი მოთამაშეების შეცვლა ძალიან რთულია".
"ვფიქრობ, ფინალს საფრანგეთი მოიგებს, რადგან უკეთესი გუნდია, ვიდრე პორტუგალია. მაგრამ მთავარი ისაა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ მათზე ძლიერები ვართ".
მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით