Aa
Aa

სუსო ლა ლიგაში?

ესპანური Mundo-ს ცნობით, „სევილია“ „მილანთან“ აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა სუსოს გაფორმება ზამთარშივე შეძლოს.

ანდალუსიელთა სპორტული დირექტორი მონჩი მოლაპარაკებებს რამდენიმე დღეა მართავს და როგორც წყარო წერს, შეთანხმება სავსებით რეალურია.

26 წლის სუსოს „მილანში“ ზლატანის დაბრუნებისა და გუნდის 4-4-2-ზე გადაწყობის შემდეგ თამაში აღარ უწევს და ღრმა რეზერვისტად იქცა.

ესპანელმა შემტევმა სევილიელებს აცნობა, რომ ის მათ რიგებში გადაბარგების მომხრეა, ახლა ჯერი კლუბებზეა.

„დალაქების“ ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს ხულენ ლოპეტეგის სუსოსთან კარგი ურთიერთობა აქვს. სუსოს სანაკრებო დებიუტი სწორედ მისი ნაკრებში მუშაობის დროს შედგა.

შეგახსენებთ, რომ ხესუს ხუაკინ სანჩეს საენს დე ლა ტორემ იგივე სუსომ „როსონერის“ მაისურით 153 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც თავი 24 გოლითა და 31 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები