მარცხი ოძეკთან - ტოჩინოშინს ტაკაისუმ შანსი არ დაუტოვა
Aa
Aa

მარცხი ოძეკთან - ტოჩინოშინს ტაკაისუმ შანსი არ დაუტოვა

„ჰაცუ ბაშოს“ ბოლოს წინა სატურნირო დღეს ტოჩინოშინი ოძეკი ტაკაისუს დაუპირისპირდა და უმარტივესად, უატენაგეს ილეთით დამარცხდა.

ლევანმა ბრძოლა არადამაჯერებლად დაიწყო და მეტოქემ მისი დოჰიოზე დაგდება მარტივად მოახერხა.


 

ტაკაიასუს „ტოჩი“ დღემდე 20-ჯერ შეხვდა და მისი დამარცხება მხოლოდ 8-ჯერ შეძლო.

შეგახსენებთ, რომ ლევანმა დადებითი ბალანსის დაფიქსირება მიმდინარე ბაშოზე ვერ მოახერხა და ეს გუშინდელი მარცხის შემდეგ მოხდა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ იქნება ტოჩინოშინის მეტოქე დასკვნით სატურნირო დღეს.

ცხელი ამბები