მიქელთაძემ ''რუბინი'' დატოვა: რუსეთში დარჩენა თითქმის გადაწყვეტილია
Aa
Aa

მიქელთაძემ ''რუბინი'' დატოვა: რუსეთში დარჩენა თითქმის გადაწყვეტილია

რუსული ყაზანის ''რუბინი'' ქართველმა ფორვარდმა ბექა მიქელთაძემ დატოვა. ინფორმაცია ფეხბურთელმა CrystalSport-თან საუბარში დაადასტურა. თითქმის გადაწყვეტილია მისი გადასვლა რუსეთის რანგით მეორე ლიგის ერთ-ერთ კლუბში, ამ ეტაპზე მოთამაშისთვის პრიორიტეტული მუდმივი სათამაშო პრაქტიკაა. მიქელთაძე დაინტერესებულ კლუბს სიტყვიერად შეუთანხმდა და სავარაუდოდ უახლოეს დღეებში მხარეებს შორის ხელშეკრულება გაფორმდება.

22 წლის შემტევი ყაზანურ კლუბს გასულ ზაფხულში შეუერთდა, მან რუსეთის პრემიერ ლიგის 11 მატჩში ერთადერთი გოლი მოსკოვის ''დინამოს'' გაუტანა. ყაზანურ კლუბში ჩატარებული 11 მატჩიდან სასტარტოში მხოლოდ სამჯერ მოხვდა, ხოლო რვა შეხვედრაში ცვლილებაზე ჩაერთო თამაშში.

''ზესტაფონის,'' თბილისის ''დინამოსა'' და ''რუსთავის'' ყოფილი ფორვარდი 2018-19 წლების სეზონში კვიპროსულ ''ანორთოსისში'' ასპარეზობდა, კვიპროსული ლიგის 23 მატჩში 2 გოლი შეაგდო. 2019 წლის ზაფხულში მიქელთაძემ კარიერა რუსულ გუნდს დაუკავშირა, თუმცა ყაზანურ კლუბში წარმატებული პერიოდი არ გაუტარებია,  ლეონიდ სლუცკის გეგმებში მიქელთაძე ვერ მოხვდა და კლუბთან დამშვიდობება გადაწყვიტა.

ყაზანის ''რუბინში'' რჩებიან ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები