„ჩელსის
Aa
Aa

„ჩელსის" გეგმა ბ - „არისტოკრატები" დემბელეს მიუბრუნდნენ

Sun იუწყება, რომ ლონდონის „ჩელსი“ მუსა დემბელეს ტრანსფერს მიუბრუნდა. „არისტოკრატები“ „ლიონის“ თავდამსხმელის შეძენას იმ შემთხვევაში შეეცდებიან, თუ ედინსონ კავანის იჯარაზე ხელი მოეცარათ.

ბრიტანული ტაბლოიდი აცხადებს, რომ ურუგვაელ თავდამსხმელს „სტემფორდ ბრიჯზე“ თამაშის პერსპექტივა არ ხიბლავს და დიდი შანსია „ლურჯები“ ხელცარიელები დარჩნენ. ფრენკ ლამპარდს კი ზამთარში შეტევის გაძლიერება სურს და „არისტოკრატებმა“ სათადარიგო ვარიანტებზე მუშაობა სწორედ ამიტომ დაიწყეს.

„ჩელსის“ ქომაგთა სამწუხაროდ, პრობლემა ისაა, რომ „ლიონის“ სამომავლო გეგმებში დემბელეს გასხვისება არ შედის. ფრანგული გრანდის პრეზიდენტმა, ჟან-მიშელ ოლამ საჯაროდ რამდენჯერმე განაცხადა, რომ დემბელეს გაყიდვას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ დემბელემ მიმდინარე სეზონში 28 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 13 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები