დასანანი მარცხი - ტოჩიმ უპირატესობა ხელიდან გაუშვა
Aa
Aa

დასანანი მარცხი - ტოჩიმ უპირატესობა ხელიდან გაუშვა

2020 წლის პირველი სუპერტურნირის, „ჰაცუ ბაშოს“ მე-11 დღეს ტოჩინოშინი მე-4 მაეგაშირა ოკინოუმის შეერკინა. ამ უკანასკნელთან ლევანს 13 ბრძოლიდან 8 მოგებული ჰქონდა, მაგრამ ამჯერად სასურველი შედეგი ვერ დააფიქსირა.

ტოჩინოშინმა მძლავრი ტაჩიაით დაიწყო, მარცხენა ხელით მავაში აიღო და ინიციატივას ფლობდა, თუმცა ოკინოუმი რთული სიტუაციიდან გამოვიდა, უპირატესობას დაეუფლა და ლევანი დოჰიოს მიღმა იორიკირის ილეთით გადაიყვანა.

 

ხვალ ქართველი სეკიტორი ოძეკის წოდების მქონე ტაკაკეიშოს დაუპირისპირდება. გორგაძეს იაპონელ სუმოტორთან ძალიან უჭირს და მასთან გამართული 9 ორთაბრძოლიდან მხოლოდ ორი აქვს მოგებული. თანაც ერთხელ ფუსენით იმარჯვა.

ცხელი ამბები