მძიმე ამბავი: UFC-ის მებრძოლი 1 წლის ქალიშვილს დონორობას გაუწევს
Aa
Aa

მძიმე ამბავი: UFC-ის მებრძოლი 1 წლის ქალიშვილს დონორობას გაუწევს

MMA-ს მებრძოლი, აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის საშუალო წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი რობერტ ვიტეკერი UFC 248-იდან მოეხსნა და ის ჯარედ კანონიერს აღარ დაუპირისპირდება.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ვიტეკერმა ეს თავისი 1 წლის ქალიშვილისთვის გააკეთა, რომელსაც ძვლის ტვინის გადანერგვა სჭირდება და დონორობას თავად ვიტეკერი გაუწევს.

"ბოდიშს ვუხდი ჩემს ყველა მეგობარს, მხარდამჭერსა და ოჯახს იმის გამო, რომ მარტში ბრძოლას ვერ გავმართავ. ბოლო 12 თვის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა, ახლა კი მე დრო მჭირდება, რომ ჩემს ოჯახთან ერთად ვიყო. კიდევ ერთხელ ბოდიში ყველას, მაგრამ მე დავბრუნდები. საუკეთესო ჯერ კიდევ წინაა". - დაწერა ვიტეკერმა სოციალურ ქსელში.

იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება და ვიტეკერი თავის ქალიშვილთან ერთად ოჯახს ჯანმრთელად დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ რობერტ ვიტეკერმა ცხრა ბრძოლის მოგების შემდეგ სატიტულო დაპირისპირება ისრაელ ადესანიასთან დათმო და ჩემპიონის ქამარი მას გადასცა.

ცხელი ამბები