''შუმახერი ძალიან შეიცვალა, არ არის ისეთი, როგორიც ავტოდრომზე გახსოვთ''
Aa
Aa

''შუმახერი ძალიან შეიცვალა, არ არის ისეთი, როგორიც ავტოდრომზე გახსოვთ''

Mirror-ი ლეგენდარული გერმანელი სპორტსმენის, მიხაელ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. წამყვანი ნეიროქირურგი ამტკიცებს, რომ ცნობილი შემთხვევის შემდეგ მიხაელ შუმახერი კომიდან გამოვიდა, თუმცა ის ძალიან შეცვლილია.

2013 წლის დეკემბერში ალპების მთებში ფორმულა 1-ის ლეგენდარული პილოტი თხილამურით სრიალისას დაეცა და თავი დაუზიანდა. გასულ წლებში გერმანელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა, თუმცა სპორტსმენი კომიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა, ნეიროქირურგის თქმით შუმახერი კომიდან გამოვიდა და ჟენევის ტბასთან მდებარე საკუთარ სახლში ექიმთა მზრუნველობის ქვეშაა, თუმცა ამ ეტაპისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.

ნეიროქირურგი ნიკოლა აჩარი Diario Uno-ს ესაუბრა:''ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ პიროვნება, რომელიც ძალიან განსხვავებულია იმისგან, როგორიც გვახსოვს ავტოდრომზე. ის არის ძალიან შეცვლილი, უნდა წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომელსაც შეცვლილი და გაუარესებული კუნთოვან სტრუქტურა და ძვლოვან ქსოვილი აქვს. ეს ყველაფერი იმის შედეგია, რომ ტვინის დაზიანება გადაიტანა.''

გასულ წელს შუმახერის ყოფილმა მენეჯერმა ჟან ტოდტმა განაცხადა:''მიხაელის ჯანმრთელობაზე საუკეთესოდ ზრუნავენ, ის არ ნებდება და ბრძოლას აგრძელებს.'' როგორც ნეიროქირურგის კომენტარიდან ვიგებთ, შუმახერის ბრძოლამ შედეგი გამოიღო და გერმანელი კომიდან გამოვიდა.

შეგახსენებთ, ფორმულა 1-ის ყველა დროის რეკორდსმენი მიხაელ შუმახერია, თუმცა შესაძლოა მისი რეკორდი მიმდინარე წელს ლუის ჰამილტონმა დაამხოს თუ მეშვიდედ გაჩემპიონდება.

ცხელი ამბები