17-წლამდელებმა
Aa
Aa

17-წლამდელებმა "განვითარების თასზე" პირველი გამარჯვება იზეიმეს!

მინსკში მიმდინარე "განვითარების თასზე" საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა პირველი გამარჯვება იზეიმა. ქართველმა ახალგაზრდებმა ისლანდიელი თანატოლები ანგარიშით - 1:0 დაამარცხეს.

მატჩის ერთადერთი გოლი, მე-19 წუთზე, თავური დარტყმით, საბა ხვადაგიანმა გაიტანა.

 

ჩატარებული ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჯგუფის ლიდერობას ისრაელთან ერთად ინაწილებს. ორივე გუნდს 4 ქულა აქვს, თუმცა ებრაელებს ჩვენზე უკეთესი ბურთების სხვაობა აქვთ. მათ დღეს ტაჯიკეთის ნაკრები 4:0 დაამარცხეს.

გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილი გუნდი ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს, 23 იანვარს, ტაჯიკ თანატოლებთან გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები