Aa Aa
20 იანვარი 2020  |  21:04

დრამატული მარცხი რუსეთთან! - ისტორიულ შედეგამდე ცოტა დაგვაკლდა

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში, რუსეთის ნაკრებთან დრამატულ ბრძოლაში 1-ბურთიანი სხვაობით წააგო.

თამაში რუსების უპირატესობით დაიწყო, თუმცა ჩვენი გუნდი პრინციპულ მეტოქეს დიდი სხვაობით წინ გასვლის საშუალებას არ აძლევდა და გადამწყვეტ მეოთხედს 1-გოლიანი ჩამორჩენით შევხვდით. მატჩის ბოლო წამებზე ჩვენებს გათანაბრების შანსი მიეცათ, თუმცა ეს ვერ მოვახერხეთ და ძალიან დასანანი შეხვედრა დავთმეთ - 13:14.

 

საქართველოს ნაკრებისთვის, რომელიც კონტინენტის პირველობაზე მეოთხედ ასპარეზობდა, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატი, ყველა ვარიანტში, ისტორიაში საუკეთესოა. ჩვენი გუნდი ევროპის 12 საუკეთესოს შორის მოხვდა!

რევაზ ჩომახიძის შეგირდებმა ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთის ნაკრები დაამარცხეს, ორ უძლიერეს ნაკრებთან საბერძნეთთან და იტალიასთან კი თავად დამარცხდნენ. 

ქართველი წყალბურთელები ტურნირზე 9-12 ადგილებისთვის ბრძოლას გააგრძელებენ და ამ სტადიაზე პირველ შეხვედრას თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ, 22 იანვარს, გამართავენ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები