Aa
Aa

ყველაზე მაღალანაზღაურებადი MLS-ში - ჩიჩარიტო ამერიკაში გადაწყვეტილია!

ამერიკული და ესპანური პრესის ერთობლივი ცნობებით, „ლოს ანჯელეს გალაქსიში“ ზლატან იბრაჰიმოვიჩის ადგილს ჩიჩარიტო დაიკავებს. ამავდროულად, მექსიკელი ფორვარდი MLS-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

„სევილიამ“ და „გალაქსიმ“ ტრანსფერის შესახებ საბოლოოდ მოილაპარაკეს, გარიგების შესახებ კი ოფიციალურად მომავალი კვირის დასაწყისში გამოაცხადებენ. ანდალუსიელები გამოცდილი შემტევის სანაცვლოდ 9 მილიონ ევროს მიიღებენ, რასაც 3 მილიონი ევრო ბონუსების სახით დაემატება.

ამერიკული გამოცემების თქმით, ჩიჩარიტომ „გალაქსისთან“ კონტრაქტის დეტალებზე უკვე მოილაპარაკა და იგი MLS-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე იქნება. ხელფასის კონკრეტული ოდენობა არ სახელდება, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მხრივ ლიგის ამჟამინდელი ლიდერი - მაიკლ ბრედლი წლიურად 6.5 მილიონ ამერიკულ დოლარს გამოიმუშავებს.

ჩიჩარიტო „სევილიაში“ სექტემბერში გადავიდა, იქამდე კი „მანჩესტერ იუნაიტედის“, „რეალისა“ და „ლევერკუზენის“ მაისურითაც თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები