ფიფას ნაკრები ზამთრის თასზე: ნუნუ გომეში, ხარისტეასი, კარაგუნისი
Aa
Aa

ფიფას ნაკრები ზამთრის თასზე: ნუნუ გომეში, ხარისტეასი, კარაგუნისი

დავით პეტრიაშვილის სახელობის ზამთრის თასი 2020 წელს განახლებული ფორმატით გაიმართება. 19 იანვარს ბათუმის ახალ სპორტის სასახლეში გულშემატკივარი ლეგენდათა ტურნირს იხილავს. წლევანდელ გათამაშებაში ზამთრის თასისთვის საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრებთან ერთად ესპანეთის, უკრაინის, თურქეთის, უეფას და ფიფას გუნდები იბრძოლებენ. უკვე ტრადიციად ქცეულ ტურნირში მონაწილეობა სხვადასხვა თაობის გამორჩეული ფეხბურთელები მიიღებენ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გამოაქვეყნა ფიფას ნაკრების შემადგენლობა. ფიფას ნაკრებში შემდეგი ფეხბურთელები ითამაშებენ: ნუნუ გომეში, გეორგიუს კარაგუნისი, ანგელოს ხარისტეასი, ნუნუ ფრეშო, კოსტას კაცურანისი, ხორხე სერე, ჰექტორ ნავარო და მათიას ვითაგენი.

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები