Aa
Aa

„მანჩესტერის" მესვეურები ფერნანდეშის აგენტებსა და „სპორტინგის" პრეზიდენტს შეხვდნენ

„ნისლიან ალბიონზე“ იუწყებიან, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ბრუნო ფერნანდეშის ტრანსფერს მიუბრუნდა. Daily Mail-ის ექსკლუზიური ინფორმაციით პორტუგალიელი ფეხბურთელის აგენტები ლონდონში ჩაფრინდნენ და „წითელი ეშმაკების“ ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

ბრიტანული გამოცემის ცნობით ფერნანდეშის წარმომადგენლებმა და „სპორტინგის“ პრეზიდენტმა, ფრედერიკო ვარანდასმა მოლაპარაკებები ედ ვუდვორდთან და მეტ ჯაჯთან გამართეს. შეხვედრა კი „მანჩესტერის“ ერთ-ერთ ოფისში შედგა, რომელიც ლონდონში მდებარეობს.

აღსანიშნავია, რომ Daily Mail-ის ინფორმაციას O Jogo-ც ადასტურებს და აცხადებს, რომ „სპორტინგი“ ფერნანდეშის გასხვისების წინააღმდეგი არაა, თუმცა მის სანაცვლოდ 60 მილიონ ფუნტს ითხოვს. პორტუგალიური გამოცემა დასძენს, რომ „ოლდ ტრაფორდზე“ გადასვლა თავად ფეხბურთელსაც სურს.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერი“ 25 წლის ნახევარმცველის შეძენით გასულ ზაფხულშიც ინტერესდებოდა, მაგრამ მაშინ „ლომებთან“ ტრანსფერის დეტალები ვერ შეათანხმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები