თანხას პლუს 3-დან ერთ-ერთი მოთამაშე - რეალი
Aa
Aa

თანხას პლუს 3-დან ერთ-ერთი მოთამაშე - რეალი "ოპერაცია პოგბას" იწყებს

The Sun-ის ცნობით, მადრიდის „რეალს“ პოლ პოგბას შეძენა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი და მის სანაცვლოდ მზადაა თავისი მოთამაშეებიდან რომელიმე დათმოს.

მადრიდელებს პოგბას სანაცვლოდ დიდი თანხის გადახდა არ სურთ და ფასის დასაწევად მზად არიან მოლარაკებებში ბეილი, კროოსი, ან ისკო ჩართონ.

გარკვეულ თანხასთან ერთად „რეალი“ „მანჩესტერს“ ხსენებული სამი მოთამაშიდან ერთ-ერთის არჩევის უფლებას მისცემს.

თავად პოგბას „ოლდ ტრაფორდის“ დატოვება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, თუმცა როგორც სულშერმა თქვა ფრანგი ნახევარმცველი გუნდს შუა სეზონში არ დატოვებს და მისი ტრანსფერი ზაფხულში განხორციელდება.

2020 წლის ზაფხულში ფლორენტინო პერესს ზიდანის სურვილების შესრულება მოუწევს. კლუბმა ზიზუს ის ტრანსფერები ვერ განუხორციელა, რომელსაც ფრანგი სპეციალისტი ელოდა, თუმცა ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად მოხდება და „რეალი“ სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები