Mundo Deportivo-ს კვლევა -
Aa
Aa

Mundo Deportivo-ს კვლევა - "ბარსაში" მბაპე სურთ, ნეიმარი - არა

კატალონიურმა გამოცემამ, Mundo Deportivo-მ "ბარსელონაში" დასაქმებულ ადამიანთა შორის საკმაოდ საინტერესო კვლევა ჩაატარა. გამოკითხვა ნეიმარის "კამპ ნოუზე" შესაძლო დაბრუნებას და მბაპესა და "ნეის" ტრანსფერს ეხებოდა.

კვლევის მიხედვით კითხვაზე "გინდათ თუ არა ნეიმარი "ბარსელონაში" დაბრუნდეს"? რესპოდენტთა 80.66-მა პროცენტმა უარყოფითი პასუხი გასცა. აღსანიშნავია, რომ ეს რაოდენობა ივნისის შემდეგ დაახლოებით 9 პროცენტით გახლავთ გაზრდილი.

გარდა ამისა, კატალონიურმა გამოცემამ თავის რესპოდენტებს ისიც ჰკითხა ვისი ტრანსფერის გაჩარხვა სურთ პსჟ-დან - ნეიმარის თუ მბაპესი. გამოკითხულთა 81.33 პროცენტმა მხარი ახალგაზრდა ფრანგ სუპერვარსკვლავს დაუჭირა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები