Aa Aa
20 დეკემბერი 2019  |  11:32

დეშამი: "ნაკრების მომდევნო მწვრთნელი, შესაძლოა, "ზიზუ" იყოს"

საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, დიდიე დეშამის თქმით, „სამფეროვნების“ მომდევნო დამრიგებელი, შესაძლოა, ზინედინ ზიდანი იყოს. დეშამი გამოცემა Le Monde-ს ესაუბრა და ამ თემის გარდა, კომენტარი „ევრო 2020“-ის ჯგუფურ ეტაპზეც გააკეთა.

„ჩვენი ნაკრების მომდევნო მთავარი მწვრთნელი, შესაძლოა, „ზიზუ“ იყოს. ადრე თუ გვიან, ეს მაინც მოხდება. როცა მწვრთნელი ხარ, ასაკობრივი ლიმიტი არ არსებობს, მთავარი შედეგებია.

რაც შეეხება „ევრო 2020“-ს, ყველაზე რთულ ჯგუფში მოვხვდით, თუმცა, ჩემი აზრით, იოახიმ ლიოვი და ფერნანდო სანტუშიც ამავეს ფიქრობენ. გერმანიას უპირატესობა ექნება, რადგან სამივე მატჩს მიუნხენში ჩაატარებს. თითქოს ეს მხოლოდ ფურცელზეა, მაგრამ მთლად ასეთი უმნიშვნელო უპირატესობაც არაა.

ჯგუფის დაძლევის სახით, ჩვენ ყველას ერთი მიზანი გვაქვს და მეტიც - ამის გაკეთება პირველი ადგილით გვინდა, არადა ამას მხოლოდ ერთი ჩვენგანი შეძლებს“.

საფრანგეთის ნაკრები „ევრო 2020“-ის F ჯგუფში, მოქმედ ჩემპიონ პორტუგალიასთან და მსოფლიოს ექს-ჩემპიონ გერმანიასთან ერთად მოხვდა, მეოთხე გუნდი კი „ერთა ლიგის“ ფლეი-ოფების შემდეგ გაირკვევა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები