Aa
Aa

TOP 5 ლიგის ისტორიაში პირველი - რონალდუს ახალი სუპერშედეგი

კრიშტიანუ რონალდუმ „უდინეზესთან“ შესრულებული დუბლით TOP 5 ჩემპიონატის ეგიდით აქამდე არარსებული შედეგი დააფიქსირა.

ევროპის წამყვან 5 ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელთა შორის, რონალდუ პირველია, რომელმაც 15 სხვადასხვა სეზონში მინიმუმ 10 გოლის გატანა შეძლო. ეს სერია 2005-06 წლების სეზონიდან იწყება, როცა პირენეელი ჯერ კიდევ „მანჩესტერ იუნაიტედის“ რიგებში თამაშობდა.

„იუვეს“ სუპერვარსკვლავს მიმდინარე სეზონში ჯამში ჩატარებულ 19 მატჩში 11 გოლი მოუგროვდა. მან გუშინდელ მატჩში „უდინეზეს“ მე-9 და 37-ე წუთებზე გაუტანა, რითაც სერია A-ში 9 შედეგიანი დარტყმა აქვს, 2-ჯერ კი თავი ჩემპიონთა ლიგაზე გამოიჩინა.

„რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ 3 ქულის აღება შევძელით, თუმცა უფრო მეტი გოლის გატანა შეგვეძლო. ეს იყო ის მატჩი, რომელმაც დაგვანახა, თუ როგორ უნდა ვითამაშოთ თავდაჯერებულად.

ინდივიდუალური წარმოდგენები არაფერს ნიშნავს, მთავარია, კოლექტიური ძალისხმევა და დღეს ამ კუთხით გუნდი ნამდვილად მშვენივრად გამოიყურებოდა“. - აღნიშნა თამაშის შემდეგ რონალდუმ Sky Sport Italia-სთან საუბრისას.

რონალდუ სერია A-ს ბომბარდირთა დავის ლიდერ იმობილეს 8 გოლით ჩამორჩება, „იუვენტუსმა“ კი „ინტერის“ ფლორენციაში ვერმოგებით ისარგებლა და „ნერაძურის“ ქულებით გაუთანაბრდა.

ტურინელები ოთხშაბათს „სამპდორიასთან“ სტუმრად ითამაშებენ, რის შემდეგაც საუდის არაბეთში გაემგზავრებიან და 22 დეკემბერს სუპერ თასის ეგიდით „ლაციოს“ შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები