Aa Aa
13 დეკემბერი 2019  |  18:12

რუსეთში დავითაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო დრიბლიორია!

გასულ ზაფხულში ყაზანის ''რუბინში'' გადაბარგებული ზურიკო დავითაშვილის პროგრესი თვალშისაცემია. მან პრემიერ ლიგაში რეგულარული ასპარეზობით დიდი გამოცდილება მიიღო, რამაც ეროვნულ ნაკრებში დამკვიდრებაში ხელი შეუწყო.

რუსეთის პრემიერ ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა. წარმატებული დრიბლინგების პროცენტული მაჩვენებლით დავითაშვილი ერთ-ერთი საუკეთესოა. ''რუბინის'' ნახევარმცველმა 85 მცდელობიდან 53 დრიბლინგი წარმატებით შეასრულა. ასე რომ დრიბლინგების 62 პროცენტი უშეცდომოდ განახორციელა და მეორე პოზიციაზეა.

მიმდინარე სეზონში დავითაშვილმა რუსეთის პრემიერ ლიგის 15 მატჩში 1 გოლი შეაგდო. მან რუსეთის ჩემპიონატის სამი მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, ხოლო ''ზენიტთან'' უთამაშებლობის მიზეზი დისკვალიფიკაცია იყო.

18 წლის დავითაშვილი რუსეთში გადაბარგებამდე თბილისის ''დინამოსა'' და თბილისის ''ლოკომოტივში'' ასპარეზობდა.

მას საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, მიმდინარე სეზონში კი ვლადიმირ ვაისმა სამხრეთ კორეასთან და შვეიცარიასთან ათამაშა. ნიჭიერმა ფეხბურთელმა თავი კარგად წარმოაჩინა, ეროვნული გუნდის რიგებში შვეიცარიასთან გასვლით შეხვედრაში საკმაოდ აქტიური იყო და შეტევების გამწვავებაში დიდი მონდომებით მონაწილეობდა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება