ჭიაბრიშვილი
Aa
Aa

ჭიაბრიშვილი "საბურთალოს" ტოვებს

CrystalSport_ის ცნობით გიორგი ჭიაბრიშვილი "საბურთალოს" დატოვებს. ამ თემაზე მთავარი მწვრთნელი ფეხბურთელებს ესაუბრა და მიღებული გადაწყვეტილება გაუმხილა.

40 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით "საბურთალომ" ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა. ასევე 2018 წელს "საბურთალო" ისტორიაში პირველად საქართველოს ჩემპიონი გახდა, დღეს კი ჭიაბრიშვილის ფორმაციის გუნდმა უკანასკნელი მატჩი ჩაატა და თასის ფინალში "ლოკომოტივი" 3:1 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები