ისტორიაში პირველად -
Aa
Aa

ისტორიაში პირველად - "საბურთალო" საქართველოს თასის გამარჯვებულია!

ისტორიაში პირველად საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშება "საბურთალოს" გამარჯვებით დასრულდა. თბილისურმა კლუბმა 2018 წელს ნაჩვენები შედეგი ვერ გაიმეორა, ზედიზედ მეორედ ჩემპიონი ვერ გახდა, თუმცა გიორგი ჭიაბრიშვილის ფეხბურთელებმა გორში გამარჯვებით კლუბის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ფურცელი ჩაწერეს.

კოხრეიძის ულამაზესი ჯარიმა

 

ფინალურ შეხვედრაში თბილისური დერბი შედგა. "საბურთალომ" ლევან კორღალიძის გაწვრთნილი "ლოკომოტივი" 3:1 დაამარცხა. "ბურჯანაძეზე" "საბურთალომ" პირველ ტაიმში 2 გოლი შეაგდო, გიორგი კოხრეიძის შედევრს ელვინ ტერას ბრწყინვალე პასი და გიორგი გაბედავას გოლი მოყვა _ 2:0.

გაბედავას გოლი

 

შესვენების შემდეგ ლევან კორღალიძის გუნდმა რამდენიმე მწვავე შეტევა განახორციელა.52_ე წუთზე ირაკლი სიხარულიძემ პენალტის ნიშნულიდან სხვაობა შეამცირა.

კორღალიძის პენალტი

 

თუმცა შეხვედრის მიწურულს ლევან კაკუბავამ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და "საბურთალომ" ფინალური მატჩი დამსახურებულად მოიგო.

კაკუბავას გოლი

 

2020 წლის ზაფხულში "საბურთალო" და "ლოკომოტივი" ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები