Aa
Aa

ლუკაკუ და სმოლინგი Corriere dello Sport-ის სათაურს გამოეხმაურნენ

რომელუ ლუკაკუ და კრის სმოლინგი სოციალურ ქსელში Corriere dello Sport-ის სკანდალურ სათაურს, „შავ პარასკევს“ გამოეხმაურნენ. „ინტერის“ ფეხბურთელმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა: „იმის მაგივრად, რომ ორ გუნდს შორის გასამართ ბრძოლაზე გააკეთონ აქცენტი... Corriere dello Sport ყველაზე სულელურ სათაურს გვთავაზობს, რაც კი კარიერაში მინახავს.

იმის მაგივრად, რომ ლამაზ მატჩზე ისაუბროთ, რომელიც სან სიროზე ორ დიად კლუბს შორის გაიმართება, თქვენ ნეგატიურ დამოკიდებულებას აყალიბებთ და რასიზმის პრობლემას აღვივებთ.

განათლება უმნიშვნელოვანესია. თქვენ Corriere dello Sport-ში ამ საკითხთან მიმართებით უკეთ უნდა იმუშავოთ. დიდი მადლობა გულშემატკივრებსა და ჟურნალისტებს, რომლებმაც მხარი დაგვიჭირეს. მოდით ყველამ ხვალინდელ თამაშზე ვიფიქროთ“.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ლუკაკუსთან ერთად საკუთარი პოზიცია კრის სმოლინგმაც დააფიქსირა.

„მინდოდა ეს დღე ხვალ გასამართ მნიშვნელოვან თამაშზე ფოკუსირებისთვის გამომეყენებინა, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ის, რაც დილით მოხდა დიდი შეცდომა იყო და სხვა ადამიანების გრძნობებისა და ემოციების არაფრად ჩაგდება გახლდათ.

იმედი მაქვს რედაქტორები, რომლებსაც ამაში წვლილი მიუძღვით პასუხისმგებლობას აიღებენ და გაიაზრებენ რამხელა ძალა აქვს მათ სიტყვებს და რა შეიძლება მოიტანოს ამ ყველაფერმა. დიდი მადლობა „რომას“ მხარდაჭერისთვის“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები