სტეპანენკო:
Aa
Aa

სტეპანენკო: "ხოჭოლავა მარწმუნებს, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს"

დონეცკის „შახტარის“ უკრაინელმა ნახევარმცველმა ტარას სტეპანენკომ მოახლოებულ ევრო 2020-ზე და მის კენჭისყრაზე ისაუბრა.

Futbik-თან საუბრისას სტეპანენკომ საქართველოს ნაკრები და მისი თანაგუნდელი დავით ხოჭოლავაც ახსენა:

„ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ ჰოლანდიის წინააღმდეგ თამაში მათ მოედანზე მოგვიწევდა. რაც შეეხება ავსტრიას, მათთან შესახვედრად მზად ვიყავით. ვნერვიულობდით, რომ მესამე კალათიდან პორტუგალია არ შეგვხვედროდა, რადგან ჯგუფურ ეტაპზე ორ ძლიერ ნაკრებთან დაპირისპირება არ გვინდოდა.

ვფიქრობთ, ნებისმიერ ნაკრებს აქვს შანსი, რომ ჯგუფური ეტაპი დაძლიოს.

ხოჭოლავა მარწმუნებს, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ჩვენ მათთან თამაშის წინააღმდეგნი არ ვართ. თუ, რუმინეთი მოიპოვებს საგზურს, მაშინ მათთან სათამაშოდ მოვემზადებით.

ვფიქრობ, ყველასათვის გასაგებია, რომ პირველ რიგში ჯგუფური ეტაპის ბარიერის გადალახვაა საჭირო“.

შეგახსენებთ, რომ თუ რუმინელები ერთა ლიგის A დივიზიონს მოიგებენ, ისინი D (საქართველო, მაკედონია, კოსოვო, ბელარუსი) დივიზიონიდან გასულ ნაკრებს F, ანუ „სიკვდილის ჯგუფში“ გაუშვებენ, სადაც საფრანგეთი, გერმანია და პორტუგალია არიან.

ამრიგად, თუ A დივიზიონს ისლანდია, უნგრეთი, ან ბულგარეთი მოიგებს, ნებისმიერი მათგანი F „სიკვდილის ჯგუფში“ მოხვდება. სიტუაცია მხოლოდ რუმინეთის გამარჯვების შემთხვევაში შეიცვლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები