NBA - „სან ანტონიოს“ 34-ქულიანი მარცხი - დონჩიჩმა ლებრონს აჯობა
Aa
Aa

NBA - „სან ანტონიოს“ 34-ქულიანი მარცხი - დონჩიჩმა ლებრონს აჯობა

დეტროიტი - სან ანტონიო 132 – 98

ლოს-ანჯელეს „კლიპერსის“ დამარცხების შემდეგ, „სან ანტონიოს“ ქომაგებს იმედი მიეცათ, რომ გუნდი წარმატებულ ასპარეზობას დაუბრუნდებოდა, თუმცა „სპურსმა“ მორიგი ფიასკო განიცადა.

გრეგ პოპოვიჩის კოლექტივმა ამჯერად არც თუ ისე ძლიერი „დეტროიტ პისტონსის“ წინააღმდეგობა ვერ დასძლია და სტუმრად 34-ქულიანი სხვაობით დამარცხდა.

„სან ანტონიოს“ რიგებში 10 ქულიანი ნიშნული მხოლოდ სამმა კალათბურთელმა გადალახა. დემარ დეროუზენმა გუნდს 20 ქულა შესძინა. ლონი უოლკერი 13 ქულით გამოირჩა, ხოლო რუდი გეი 12 ქულასა და 3 მოხსნას დასჯერდა.

„დეტროიტს“ 28 ქულით კრისტიან ვუდმა ულიდერა. ლუკ კენარდმა მატჩი 20 ქულით დაასრულა. დერიკ როუზმა კი აქტივში ორმაგი დუბლი ჩაიწერა - 10 ქულა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა.

ლეიკერსი - დალასი 100 – 114

„დალას მავერიქსმა“ „ლეიკერსის“ 10 მატჩიან წაუგებელ სერიას წერტილი დაუსვა. ტეხასელებმა ფრენკ ვოგელის გუნდს სტუმრად სძლიეს და მიმდინარე სეზონში მე-13 გამარჯვება მოიპოვეს.

როგორც მოსალოდნელი იყო „ლეიკერსს“ ლებრონ ჯეიმსისა და ენტონი დევისის დუეტმა ულიდერა. „დალასის“ მხრიდან კი ლუკა დონჩიჩი გამოირჩა.

„მეფემ“ „მავერიქსს“ 25 ქულა ჩაუგდო და აქტივში 9 მოხსნა და 8 ასისტი ჩაიწერა. ენტონი დევისმა გუნდს ორმაგი დუბლი შესძინა - 27 ქულა, 10 მოხსნა. აღსანიშნავია, რომ ლოს-ანჯელესელთა ვარსკვლავური დუეტის გარდა, 10-ქულიანი ნიშნული მხოლოდ ალექს კარუზომ გადალახა.

ზემოთ ხსენებულმა ლუკა დონჩიჩმა თავი 27 ქულას, 9 მოხსნასა და 10 შედეგიან გადაცემას მოუყარა. დელონ რაითმა 17 ქულა დააგროვა, ხოლო პაუელი, ჯექსონი და პორზინგისი 15-15 ქულებს დასჯერდნენ.

ბრუკლინი - მაიამი 106 – 109

მინესოტა - მემფისი 107 – 115

ნიუ იორკი - ბოსტონი 104 – 113

ნიუ ორლეანი - ოკლაჰომა 104 – 107

ორლანდო - გოლდენ სტეიტი 100 – 96

ტორონტო - იუტა 130 – 110

კლიპერსი - ვაშინგტონი 150 - 125

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები