Aa
Aa

ესპირიტუ სანტუ "არსენალში"?

ბრიტანული გამოცემა, Daily Mail იტყობინება, რომ „არსენალის“ ხელმძღვანელები მთავარი მწვრთნელის პოსტზე ნუნუ ესპირიტუ სანტუს დანიშვნას განიხილავენ. „მეთოფეების“ მოქმედი თავკაცის, უნაი ემერის ლონდონური მომავალი ბურუსითაა მოცული და „ნისლიან ალბიონზე“ მის შემცვლელზე საუბარი აქტიურად მიდის

„არსენალს“ რამდენიმე სპეციალისტს უკავშირებენ. ერთ-ერთი მათგანი კი პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელი გახლავთ. „მეთოფეების“ მმართველები ნუნუ ესპირიტუ სანტუს მიერ „ვულვზში“ გაწეული სამუშაოთი მოხიბლულები არიან. თანაც „არსენალის“ საფეხბურთო ოპერაციების ხელმძღვანელს, რაულ სანლეჰის სანტუსა და მის აგენტს, ჟორჟე მენდეშს დიდი ხანია იცნობს და მათთან კარგი ურთიერთობა აქვს.

Daily Mail-ის ცნობით „არსენალში“ გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ და უნაი ემერის გათავისუფლების შემთხვევაში შესაძლოა გუნდის მის ასისტენტს, ფრედი ლიუნბერგს ან 23-წლამდელთა გუნდის თავკაცს, სტივ ბოულდს ჩააბარონ. საქმე ისაა, რომ ლონდონელებს შუა სეზონში ახალი მთავარი მწვრთნელის მოყვანის პერსპექტივა არ ხიბლავთ და სურთ ზაფხულს დაელოდონ, რადგან უფრო დიდი არჩევანი ჰქონდეთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები