Aa
Aa

ლეონარდო: "მბაპე პსჟ-ში დარჩება"

„პარი სენ-ჟერმენის“ დირექტორმა, ლეონარდომ კილიან მბაპეს გასხვისება კატეგორიულად გამორიცხა და აღნიშნა, რომ პსჟ 20 წლის შემტევთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე მუშაობს.

ბრაზილიელი მბაპეს სამომავლო გეგმებს RMC-სთან საუბრისას შეეხო და განაცხადა: „მბაპე 100 პროცენტით პარი სენ-ჟერმენში დარჩება. ის პსჟ-ს ფეხბურთელია და დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს. კონტრაქტის გახანგრძლივებას რაც შეეხება, ჩვენ ვპროგრესირებთ. მართალია წინ ნელ-ნელა მივდივართ, მაგრამ მთავარია წინსვლა გვაქვს“.

შეგახსენებთ, რომ მბაპეს გადაბირებით „რეალი“ ინტერესდება. „სამეფო კლუბი“ ფრანგ სუპერვარსკვლავს დიდი ხანია აკვირდება და მის სანაცვლოდ რეკორდული თანხების გაღებას აპირებს.

მბაპეს ტრანსფერის გაჩარხვა ყველაზე მეტად ზინედინ ზიდანს სურს. „ბლანკოსის“ მთავარი მწვრთნელი კილიანის დიდი გულშემატკივარია და თავისი პოზიცია რამდენჯერმე საჯაროდაც დააფიქსირა, რის გამოც „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელთა რისხვა დაიმსახურა. ცოტა ხნის წინ ზემოთ ხსენებულმა ლეონარდომ „ზიზუს“ მოუწოდა შესაძლო ტრანსფერებზე საუბარი შეწყვიტოს.

მბაპე პსჟ-ს ღირსებას 2017 წლიდან იცავს. გასულ სეზონში მან 39 გოლი შეაგდო. მიმდინარე სეზონში კი თავი 10-ჯერ გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები