Aa
Aa

"აფხაზეთი საქართველო არის!" - სიმღერა აფხაზეთზე და ქართველთა ტრიუმფი ევროპა ლიგაზე!

ძიუდოში ევროპის ლიგის გათამაშება გუნდ ''მებრძოლის'' გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს წარმომადგენელმა ფინალურ შეხვედრაში ფრანგულ ''სუსის'' სძლია და შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. გათამაშება პორტუგალიაში გაიმართა.

ფინალური შეხვედრის საწყისი სამი ორთაბრძოლა ქართველთა გამარჯვებით დასრულდა და ''მებრძოლმა'' ვადაზე ადრე გაინაღდა ჩემპიონობა. ეს ძიუდოისტები იყვნენ ბაგრატ ნინიაშვილი (60), ფრიდონ გიგანი (73) და ნუგზარ ტატალაშვილი (81).

მათ გარდა კიდევ ორი ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა ფინალში, ლაშა ბექაურმა (90 კგ.) აქსელ კლერგესთან ვაზარით დამარცხდა, ხოლო ჟოზეფ ტერესმა ადამ ოქრუაშვილს (+90 კგ.) იპონით მოუგო.

ფრანგულ კლუბთან გამარჯვებამდე ''მებრძოლმა'' კიდევ ერთი ფრანგული კლუბი ''ნიცა'' და რუსული ''ედელვაისი'' დაამარცხა. ქართველმა სპორტსმენებმა თავი შესანიშნავად წარმოაჩინეს და საქართველოს ოქროს მედლები მოუპოვეს.

აი ასე მღეროდნენ ბიჭები ფინალის წინ

შეგახსენებთ, ძიუდოში ჩემპიონთა ლიგის გათამაშება პორტუგალიური ''სპორტინგის'' გამარჯვებით დასრულდა, მესამე ადგილზე კი ''გოლდენ გორი'' გავიდა.

ცხელი ამბები