მძიმე კადრები - ამერიკული ფეხბურთის მატჩისას სტადიონზე სროლა ატყდა
Aa
Aa

მძიმე კადრები - ამერიკული ფეხბურთის მატჩისას სტადიონზე სროლა ატყდა

ამერიკაში მატჩის მსვლელობისას ხალხზე თავდასხმა განხორციელდა.

ნიუ ჯერსიში სტუდენტურ ლიგაში ამერიკული ფეხბურთის მიმდინარეობისას, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი „ფლიზენთვილი“ და „კამდენი“ უპირისპირდებოდნენ უცნობმა პირმა სტადიონზე სროლა დაიწყო.

პოლიციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაჭრილია ორი ადამიანი, რომლებიც საავამდყოფოში იმყოფებიან და მათი მდგომარეობა მძიმეა. მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.

რამდენიმე მოთამაშის კომენტარიდან ირკვევა, რომ მათ ეს გასროლა თავიდან ფოიერვერკი ეგონათ, ხოლო როცა მიხვდნენ რაც ხდებოდა, თავს გაქცევით უშველეს.

ამ ეტაპზე სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღი უკვე იპოვეს. დამნაშავის ძებნა კი ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ცხელი ამბები