სირიასთან მარცხის შემდეგ ლიპი ჩინეთის ნაკრებიდან წავიდა
Aa
Aa

სირიასთან მარცხის შემდეგ ლიპი ჩინეთის ნაკრებიდან წავიდა

იტალიელმა სპეციალისტმა მარჩელო ლიპიმ ჩინეთის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. 71 წლის ლიპი აზიურ ნაკრებს 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა. ინფორმაცია ჩინეთის ფეხბურთის მმართველი ორგანოს ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა. გამოცდილი სპეციალისტისთვის უკანასკნელი შეხვედრა სირიასთან შედგა, რომელშიც ჩინეთის ნაკრები 2:1 დამარცხდა.

ლიპი, რომლის ხელმძღვანელობით 2006 წელს იტალია მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 2009 წლის დასაწყისში ჩინეთის ნაკრებს დაემშვიდობა, თუმცა მაისში პოსტს რამდენიმე თვით დაუბრუნდა.

იტალიელი ჩინეთის ნაკრების გაწვრთნამდე ჩინეთის ჩემპიონატის კლუბ ''გუანჯოუ ევერგრანდს'' წვრთნიდა. საინტერესოა, რომ ჩინეთის ნაკრებს იანვრიდან მაისამდე ფაბიო კანავარო ხელმძღვანელობდა.

90-იანი წლებიდან მოყოლებული საკლუბო დონეზე ლიპი წვრთნიდა ''ატალანტას,'' ''ნაპოლის,'' ''ინტერსა'' და ტურინის ''იუვენტუსს,'' ხოლო იტალიის ეროვნულ გუნდში 2004-06 და 2008-10 წლებში მუშაობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები