უპრეცენდენტო ფაქტი:ქართველი ჰოკეისტი კანადურ კლუბში
Aa
Aa

უპრეცენდენტო ფაქტი:ქართველი ჰოკეისტი კანადურ კლუბში

საქართველოს ჰოკეის ეროვნული გუნდის მოთამაშე თემურ ვედიაპიანი კარიერას კანადურ ''მანივაკი მუსტანგსში'' აგრძელებს, რაც ქართული ჰოკეის ისტორიაში უპრეცენდენტო ფაქტია. აღნიშნული კლუბის კანადის პრემიერ იუნიურთა ლიგაში ასპარეზობს.

საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით ვედიაპინმა კანადურ კლუბში სადებიუტო მატჩი გამართა და დებიუტი გოლით აღნიშნა.

''მანივაკი მუსტანგსში'' გადასვლამდე 2000 წელს დაბადებული თემურ ვედიაპიანი საქართველოს ეროვნულ გუნდში ასპარეზობისას პარალელურად თბილისის ''რუხი მგლების'' მოთამაშე იყო.

ცხელი ამბები