რასიზმი უკრაინაში - წითელი ბარათი, ატირებული ტაისონი და ქომაგებისთვის ნაჩვენები შუა თითი
Aa
Aa

რასიზმი უკრაინაში - წითელი ბარათი, ატირებული ტაისონი და ქომაგებისთვის ნაჩვენები შუა თითი

კვირას დონეცკის "შახტარისა" და კიევის "დინამოს" მატჩში ამაზრზენი ინციდენტი დაფიქსირდა. სამწუხაროდ საქმე ისევ და ისევ რასიზმთან გვაქვს.

შეხვედრის 74-ე წუთზე „მეშახტეთა“ ფეხბურთელმა, ტაისონმა მეტოქე წააქცია, რის შემდეგაც „დინამოს“ გულშემატკივრებმა მას რასისტული შინაარსის შეურაცხყოფა მიაყენეს. ტაისონი გაბრაზდა. მან ჯერ ქომაგებს შუა თითი უჩვენა, შემდეგ კი კიეველთა მეკარეს ბურთი წაართვა და „დინამოს“ გულშემატკივრების მიმართულებით დაარტყა.

მატჩის მთავარმა არბიტრმა, მიკოლა ბალაკინმა ტაისონს გამოხტომა არ აპატია და 31 წლის ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენა. მოედნის დატოვებისას ბრაზილიელმა ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა. აქვე გეტყვით, რომ ტაისონის მსგავსად დენტინიოსაც იგივე რეაქცია ჰქონდა.

შეხვედრის შემდეგ „შახტარის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის კასტრომ „დინამოს“ ქომაგთა ქმედებებს სამარცხვინო უწოდა. აღსანიშნავია, რომ რასიზმისგან კიევურმა გუნდმაც შორს დაიჭირა თავი, თუმცა თავისი გულშემატკივრების ქმედებები არ დაუგმია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები