კლოპი:
Aa
Aa

კლოპი: "ზეწოლას არ ვგრძნობთ, ჯერ მხოლოდ ნოემბერია"

პრემიელრიგის მე-12 ტურის ცენტრალური ჯახი „ენფილდზე“ შედგა, „ლივერპულმა“ „სიტის“ 3:1 სძლია.

კლოპის გუნდმა „ქალაქელები“ ყველა სათამაშო კომპონენტში დაჯაბნა, თუმცა იყო რამდენიმე საკამათო ეპიზოდი, როდესაც მსაჯს მასპინძელთა კარში პენალტის დანიშვნა შეეძლო, მაგრამ ასე არ მოიქცა.

მატჩის შემდეგ იურგენ კლოპმა უმნიშვნელოვანესი 3 ქულა შეაფასა და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით მისი გუნდი ზეწოლას არ გრძნობს.

„სიმართლე გითხრათ ზეწოლას არ ვგრძნობთ. დღეს კონცენტრირებული ვიყავით მხოლოდ „სიტისთან“ მატჩზე და არა იმაზე, თუ რამდენი ქულაა სხვაობა ჩვენს შორის და რა ხდება სატურნირო ცხრილში.

ეს სიგიჟეა, ჩვენ „სიტის“ 9 ქულით ვუსწრებთ, თქვენ ვერც კი წარმოიდგენდით, რომ ასეთი რამ მოხდებოდა. თუმცა, ამ ყველაფერს არ აქვს მნიშვნელობა. თქვენ ხართ პირველი ნოემბერში, მაგრამ პირველობა გინდათ მაისშიც.

ეს ჯერ მხოლოდ ნოემბერია და ზეწოლა ჯერჯერობით არ არის. ის აუცილებლად მოვა, მაგრამ ამჟამად ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ყველაფერი გავაკეთოთ და შემდეგ დაველოდოთ რა მოხდება“.

12 ტურის შემდეგ „მერსისაიდელები“ 34 ქულით პრემიერლიგას ლიდერბენ, მათ 26-26 ქულით „ლესტერი“ და „ჩელსი“ მოსდევთ, მე-4 პოზიციაზე კი 25 ქულით „სიტი’ იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები