ღირსეული თამაში და დიდი ბრძოლა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულთან!
Aa
Aa

ღირსეული თამაში და დიდი ბრძოლა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულთან!

ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა ''ფერენცვაროშმა'' სტუმრად თბილისის ''დინამოსთან'' დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, თუმცა ქართველმა წყალბურთელებმა ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერ კლუბს ღირსეული ბრძოლა გაუმართეს.

მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებმა მატჩი საკმაოდ აქტიურად დაიწყეს და უპირატესობას ფლობდნენ, ქართველმა სპორტსმენებმა შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინეს. შეხვედრა უნგრული გუნდის გამარჯვებით 15:10 დასრულდა. თბილისის ''დინამოსა'' და ''ფერენცვაროშის'' დაპირისპირებას ''ოლიმპიკის'' აუზმა უმასპინძლა.

თბილისის ''დინამომ'' ჩემპიონთა ლიგაზე 4 მატჩი გამართა და ოთხივე შეხვედრაში დამარცხდა. რევაზ ჩომახიძის გუნდი ჯერ ესპანურ ''ტერასასთან'' დამარცხდა 5:9, შემდეგ ხორვატულ ''ზაგრებთან'' 11:21, მესამე მატჩში კი უნგრულ OSC ბუდაპეშტთან 8:14.

გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში ტრიუმფის გარდა ბუდაპეშტის ''ფერენცვაროში''  უნგრეთის 23-გზის ჩემპიონი და 18-გზის თასის მფლობელია.

ფოტო: თბილისის ''დინამოს'' პრესსამსახური

ცხელი ამბები