Aa
Aa

"ბაიერნმა" ვენგერზე უარი თქვა - ვინ ჩაიბარებს "რეკორდმაისტერს"?

გავრცელებული ინფორმაციით მიუნხენის "ბაიერნის" მესვეურებმა მთავარი მწვრთნელის პოსტზე არსენ ვენგერის დანიშვნაზე უარი განაცხადეს. გერმანული გრანდი ნიკო კოვაჩის გაშვების შემდეგ ახალი დამრიგებლის ძიებაშია.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ „რეკორდმაისტერი“ 4 სპეციალისტს განიხილავდა - რალფ რანგნიკი, არსენ ვენგერი, ერიკ ტენ ჰაგი და მასიმილიანო ალეგრი. უცხოური პრესა ფავორიტებსაც ასახელებდა და იტყობინებოდა, რომ „ბაიერნის“ ვაკანტური მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავების ყველაზე დიდი შანსი არსენ ვენგერსა და რალფ რანგნიკს ჰქონდათ.

მოგვიანებით გაირკვა, რომ რანგნიკმა "რეკორდაისტერთან" მოლაპარაკებებზე უარი განაცხადა. Bild კი გვაუწყებს, რომ არსენ ვენგერის დანიშვნაც გამოირიცხა.

გერმანული გამოცემის მიხედვით ფრანგმა სპეციალისტმა კარლ-ჰაინც რუმენიგეს დაურეკა და მიანიშნა, რომ "ბაიერნის" ჩაბარებით ინტერესდებოდა, თუმცა კლუბის პრეზიდენტისგან უარი მიიღო.

Bild-ის ინფორმაციამ ბევრი კითხვა გააჩინა. სოციალურ ქსელებში "ბაიერნს" უკვე ჟოზე მოურინიოს უკავშირებენ. შეგახსენებთ, რომ "რეკორდმაისტერს" ამჟამად ჰანსი ფლიკი წვრთნის, რომელსაც უახლოეს მომავალში ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოუწევს. მიუნხენელები შაბათს მთავარ კონკურენტს, "დორტმუნდს" შეერკინებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები