მაკარიძის მორიგი შთამბეჭდავი მატჩი: 5 სეივი და გამარჯვება ''ბოავიშტასთან''
Aa
Aa

მაკარიძის მორიგი შთამბეჭდავი მატჩი: 5 სეივი და გამარჯვება ''ბოავიშტასთან''

პორტუგალიის საფეხბურთო ჩემპიონატში ''სეტუბალმა'' საკუთარ მოედანზე ლიტო ვიდიგალის გაწვრთნილი ''ბოავიშტა'' 1:0 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ''სეტუბალის'' ქართველი მეკარე გიორგი მაკარიძე დასახელდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშემ 90 წუთი ითამაშა და 5 სეივი შეასრულა.

მიმდინარე სეზონში 29 წლის ქართველმა მეკარემ პორტუგალიის ჩემპიონატის ათივე ტურში 90 წუთი ითამაშა. მან გოლი მხოლოდ სამ შეხვედრაში გაუშვა, 7 მატჩში კარი მშრალად შეინახა. ამ მაჩვენებლით მაკარიძე მხოლოდ ''ბენფიკას'' მეკარეს, ოდისეას ვლახოდიმოსს ჩამორჩება. ბერძენმა 10 მატჩიდან 8 შემთხვევაში კარი მშრალად შეინახა.

მაკარიძის კარში ''პორტუმ'' 4 გოლი შეაგდო, ''ბენფიკამ'' ქართველს მხოლოდ ერთი გოლი გაუტანა. მაკარიძემ ასევე 1 გოლი გაუშვა ''სანტა კლარასთან'' შეხვედრაში.

საერთო ჯამში მაკარიძემ 6 გოლი გაუშვა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ''ბენფიკას'' მეკარეს, ოდისეას ვლახოდიმოსსა და ''პორტუს'' კარის დარაჯს, არგენტინელ ავგუსტინ მარჩეზინის ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები