ევროპის ჩემპიონები სამშობლოში დაბრუნდნენ
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონები სამშობლოში დაბრუნდნენ

საქართველოს 23 წლამდელთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა.

რუსეთის ქალაქ იჟევსკში ჩვენმა ძიუდოისტებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ევროპის ჩემპიონები ეთერ ლიპარტელიანი და მარიამ ჭანტურია გახდნენ.

ვერცხლის მედალს ონისე სანებლიძე დაეუფლა, ხოლო ბრინჯაოს მედლები თემურ ნოზაძემ და ჯაბა პაპინაშვილმა მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ გოგონათა შორის საერთო ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

ცხელი ამბები