Aa
Aa

"ოლ ბლექსი" მსოფლიო თასის პრიზიორი გახდა

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე ახალმა ზელანდიამ ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

საპრიზო ადგილისთვის ბრძოლაშიოლ ბლექსიუელსის ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 40:17 დაამარცხა.

შავებისრიგებში ლელოები მუდიმ , ბარეტმა  , სმიტმა (2) , კროტიმ  და მუნგამ დადეს, ამ უკანასკნელმა 5 გარდასხვაც გამოიყენა.

ბრიტანელთა რიგებში კი ლელოებით თავი ამოსმა და ადამსმა გამოიჩინეს.

 

“ოლ ბლექსმა“ 1991 და 2003 წლების შემდეგ მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მესამედ მოიპოვა.

აღსანიშნავია , რომ უელსის ლეგენდამ ვინ ჯონსმა ნაკრების რიგებში ბოლო მატჩი გამართა. გულშემატკივრებმა ვეტერანი მორაგბე მოედნიდან აპლოდისმენტებით გააცილეს .

 

ჩემპიონატის მთავარი შეხვედრა ხვალ გაიმართება, რომელშიც ინგლისის ეროვნული ნაკრები სამხრეთ აფრიკის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მატჩი თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.

ცხელი ამბები