კარლოს ტევესი კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის შესახებ
Aa
Aa

კარლოს ტევესი კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის შესახებ

კარლოს ტევესს კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის მხარდამხარ აქვს ნათამაშები. არგენტინელი თანამედროვე ფეხბურთის ორ გამორჩეულ ფიგურას მშვენივრად იცნობს და ბუენოს აირესში გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე ადგილობრივ გამოცემებს სწორედ მათ შესახებ ესაუბრა.

რონალდუ თავდაუზოგავი შრომითა და ვარჯიშისადმი თავდადებითაა ცნობილი და როგორც ჩანს პორტუგალიელმა შთაბეჭდილება კარლოს ტევესზეც მოახდინა.

"მე, ისევე როგორც მდედრობითი სქესის ბევრ წარმომადგენელს არ გამჭირვებია იმის შემჩნევა, რომ კრიშტიანუ რონალდუს სავარჯიშო დარბაზში ყოფნა ძალიან უყვარს. იგი ვარჯიშზე დამოკიდებულია".

"თუ ვარჯიში დილის 9 საათზე გვქონდა და ადგილზე 8-ზე გამოცხადდებოდით, კრიშტიანუ იქ დაგხვდებოდათ. თუ რვის ნახევარზე მიხვიდოდით, რონალდუს მაინც ვერ მიასწრებდით".

"ერთ დღეს დილის 6 საათზე მივედი და რონალდუ მაინც იქ დამხვდა. მართალია მას ნახევრად ეძინა, მაგრამ მაინც იქ იყო".

ტევესმა ლიონელ მესის სავარჯიშო რუტინის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა: "მესის ყველაფერი ბუნებრივად გამოსდის. თუ მას რამე ბუნებრივად არ გამოსდიოდა, ამ საკითხზე მუშაობას იწყებდა. იგი ჯარიმებს არ ურტყამდა ხოლმე, მაგრამ შემდეგ ამაზე იმუშავა და ახლა საჯარიმოებს მშვენივრად ასრულებს".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები