უცნაური შემთხვევა:''ლივერპულის'' ქომაგები გენკის ნაცვლად გენტში ჩაფრიდნენ
Aa
Aa

უცნაური შემთხვევა:''ლივერპულის'' ქომაგები გენკის ნაცვლად გენტში ჩაფრიდნენ

''ლივერპულის'' ქომაგები რობი და ლი შეცდომით გენკის ნაცვლად გენტში ჩაფრინდნენ, რის გამოც მერსისაიდელთა მონაწილეობით ჩემპიონთა ლიგის შეხვედრას ვერ დაესწრნენ. ''გენკი'' შინ ''ლივერპულთან'' 1:4 დამარცხდა, თუმცა ამ დროს რობი და ლი ქალაქ გენტში იმყოფებოდნენ.

რობი BBC-ს ესაუბრა:''როდესაც გენტში ჩამოვედით, ''ლივერპულის'' ქომაგები არ გვინახავს, რამაც გარკვეული ეჭვი გაგვიჩინა. მიმტანთან საუბრისას მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე აღმოვაჩინეთ, რომ სხვა ქალაქში ჩამოვედით.

ქალაქებს შორის მანძილი 150 კმ-ია. ასე რომ გენკში ჩასვლას ვერ ვასწრებდით. შეხვედრას ირლანდიურ ბარში ვუყურეთ, სადაც კარგი გარემო იყო და ფეხბურთის ყურებით დიდი სიამოვნება მივიღეთ.''

საფეხბურთო კლუბმა ''გენტმა'' ''ლივერპულის'' ქომაგები ევროპა ლიგაზე ''ვოლფსბურგთან'' მატჩზე დაპატიჟა, თუმცა რობი და ლი ინგლისში ხუთშაბათს დილით გაფრინდნენ, რის გამოც შეხვედრას ვერ დაესწრებიან.

რობიმ და ლიმ მიიღეს შეთავაზება, იანვარში ბელგიაში ჩაფრინდებიან, ისინი ''გენტისა'' და ''გენკის'' შეხვედრას VIP-ში ''ძალიან მნიშვნელოვანი პერსონის'' სტატუსით იხილავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები