ჩხეიძემ საქართველოს 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოუპოვა!
Aa
Aa
22 ოქტომბერი 2019  |  20:18

ჩხეიძემ საქართველოს 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოუპოვა!

ძალოსნობაში ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე გოგა ჩხეიძემ 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა ატაცში 153 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ჩხეიძემ აკვრაში 166 კილოგრამს თავი გაართვა და ვერცხლის მედალი დაიმსახურა. მან ორჭიდში 301 კგ. დაძლია, რითიც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

შეგახსენებთ, რუმინეთში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედლები გოდერძი ბერდელიძემ მოუტანა. ქართველმა ძალოსანმა ატაცში 123/125 კგ დასძლია და პირველი ადგილის მფლობელი გახდა.  

ძალოსანმა თავი აკვრაშიც გამოიჩინაბერდელიძემ 144/149/153 კილოგრამის ძლევით ვერცხლის მედალი დაისაკუთრა. ორჭიდის ჯამშიც საუკეთესო მაჩვენებელი 277 დაუგროვდა და აქაც ჩემპიონობა იზეიმა.

საქართველოს ნაკრების წევრების განრიგი:

81 კგ. - ბელგარ სოლომონიძე - 24 ოქტომბერი 10:30 სთ
81 
კგ. - ლომია თებიძე - 24 ოქტომბერი - 16:00სთ
89 
კგ. - ედუარდ კაკაბაძე- 24 ოქტომბერი 12:30 სთ
89 
კგ. - რევაზ დავითაძე - 25 ოქტომბერი 13:00 სთ
96 
კგ. - ანტონ პლესნოი - 25 ოქტომბერი 17:30 სთ
96 
კგ. - ირაკლი გობეჯიშვილი - 25 ოქტომბერი 20:00 სთ
96 
კგ. - ზაზა ლომთაძე - 25 ოქტომბერი 20:00 სთ
109 
კგ. - აკაკი ტალახაძე - 26 ოქტომბერი 17:30 სთ
+109 
კგ. - თორნიკე ტაბატაძე - 26 ოქტომბერი 20:00 სთ
+109 
კგ. - გიორგი ჩხეიძე - 27 ოქტომბერი 15:30 სთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები