კანავარო:
Aa
Aa

კანავარო: "ეს "ნაპოლი" მარადონას დროინდელზე უკეთესია"!..

ლეგენდარულმა იტალიელმა მცველმა, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონმა ფაბიო კანავარომ მედიასთან "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა. მის კომენტარს football-italia აქვეყნებს. 

"დღევანდელი "ნაპოლი" მარადონას დროინდელ გუნდზე უკეთესია. სარის ხელმძღვანელობით ნეაპოლიტანელები მხიარულ ფებხურთს ანიჭებენ უპირატესობას, ეს კი გულშემატკივრისთვის კარგი გართობაა, მათ ფეხბურთი სწორედ ამიტომ უყვართ. თუმცა კარგი იქნება, გუნდმა გადამწყვეტი თამაშები უკეთესად ჩაატაროს. ჩემი აზრით, ესაა სარის ბიჭების მთავარი პრობლემა. მაგალითისთვის, ტურინში მარცხი ავიღოთ, რომლის შედეგადაც "ნაპოლიმ" ჩემპიონობაზე ოცნებას ხელი დაუქნია".

"რაც შეეხება "იუვესა" და "ნაპოლის" შორის განსხვავებას. ეს პირველ რიგში გრძელ სათადარიგო სკამშია. კი შეიძლება, როგორც ასეთი ძირითადი 11 კაცით სამხრეთელები ტურინელებს არ ჩამოუვარდებიან, თუმცა ისეთი ფეხბურთელი, როგორიც "იუვენტუსისთვის" ძაძაა, რომელიც რთულ მომენტებში გუნდს შველოდა, "ნაპოლის" თითქმის არ ჰყავს და მწვრთნელს 13-14 ფეხბურთელით უწევს ფონს გასვლა". 

ამის შემდეგ კანავაროს ლორენცო ინსინიეზე კითხეს.

"ინსინიე უნიჭიერესი ფეხბურთელია და იმედი მაქვს, "ნაპოლის" სიმბოლო გახდება. ამ სეზონმა გვიჩვენა, რომ მას კარგ ტექნიკურ და ფიზიკურ მომზადებასთან ერთად, კარგი ფსიქიკაც აქვს, რადგან შეხვედრათა დიდ ნაწილში შეცვლაზე უხდებოდა თამაში და ყველაფერი მშვენივრად გამოსდიოდა. არადა, ბავშვმაც იცის, რომ ცვლილებაზე გამოსვლა და გუნდის გაძლიერება საკმაოდ რთულია. მას ის ხასიათი აქვს, რაც "სან პაულოზე" ყოველთვის ფასდებოდა. იქ ყველაფერი განსაკუთრებულია". - განუცხადა კანავარომ Canale 9-ს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები