ახალი ვარიანტი -
Aa
Aa

ახალი ვარიანტი - "ელ კლასიკო" შესაძლოა 7 დეკემბერს გაიმართოს?

გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით ლა ლიგამ "ელ კლასიკოს" 7 დეკემბერს ჩატარება მოითხოვა. კომიტეტს, რომელმაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, არჩევანი ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა დიდი შანსია უპირატესობა მაინც 18 დეკემბერს მიანიჭოს და არა 7-ს.

როგორც მოგეხსენებათ კატალონიაში სიტუაცია ძალიან დაძაბულია. კატალონიელები უსაფრთხოების გარანტიებს ვერ იძლევიან, მადრიდელები კი ბარსელონაში ჩასვლას თავს არიდებენ. 26 ოქტომბერს კატალონიაში მასშტაბური დემონსტრაციაა დაგეგმილი და ლა ლიგა სწორედ ამიტომ ფრთხილობს.

თუ "ელ კლასიკოს" ჩატარების თარიღად 7 დეკემბერი დამტკიცდა, მე-16 ტურში ცვლილებების შეტანა გახდება საჭირო. წესითა და რიგით 7 დეკემბერს "ბარსელონა" "მალიორკას" უნდა დაუპირისპირდეს, ხოლო "რეალი" - "ესპანიოლს". თუმცა თუ 7-ში "ელ კლასიკო" ვიხილეთ ეს შეხვედრები გადაიდება. ლა ლიგის პრეზიდენტის, ხავიერ ტებასის თქმით ეს მარტივად გადასალახი დაბრკოლება გახლავთ.

დაბოლოს, "ელ კლასიკოს" 7 დეკემბერს გამართვის მინუსი ისიც გახლავთ, რომ გუნდებს 9 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგაზე მნიშვნელოვანი მატჩები ელით.

აღსანიშნავია, რომ Mundo Deportivo-ს ინფორმაციით კომიტეტმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო და "ელ კლასიკო" 18 დეკემბერს გაიმართება, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა. იმავე Mundo Deportivo-ს ცნობით კი კომიტეტმა საკუთარი გადაწყვეტილება კლუბებს უკვე შეატყობინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები