სადებიუტო მატჩი ყინულზე! ჩეხი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა!
Aa
Aa

სადებიუტო მატჩი ყინულზე! ჩეხი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა!

"ჩელსისა" და "არსენალის" ყოფილმა გოლკიპერმა, პეტერ ჩეხმა "გილფორდ ფენიქსის" რიგებში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. როგორც მოგეხსენებათ 37 წლის მეკარემ რამდენიმე დღის წინ ძალების ჰოკეიში მოსინჯვა სცადა და ახალ გუნდში მშვენივრად იასპარეზა.

ჩეხმა პირველი შერკინება "სუინდონ უაილდქეთს 2"-ის წინააღმდეგ გამართა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 2-2 დასრულდა. გუნდებმა გოლების გატანა ოვერტაიმშიც ვერ მოახერხეს. ბულიტების სერიაში კი ჩეხმა ბრწყინვალედ ითამაშა. მან ორი დარტყმა მოიგერია, საკუთარ გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა და მატჩის საუკეთესო მოთამაშის სტატუსიც დაისაკუთრა.

ჩეხი, რომელიც ჰოკეის დიდი გულშემატკივარია "სუინდონთან" მატჩში "არსენალისა" და "ჩელსის" ფერებით გაფორმებული ჩაფხუტით ვიხილეთ. ცოტა ხნის წინ 37 წლის მეკარემ აღიარა, რომ მას ბავშვობაში ჰოკეისტობა სურდა, თუმცა მის მშობლებს ეკიპირების შესაძენად საკმარისი თანხები არ გააჩნდათ და იძულებული გახდა საკუთარ ოცნებაზე უარი ეთქვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები